ჟურნალის შესახებ

„ქართველოლოგი“ ორენოვანი (ქართული და ინგლისური), რეცენზირებადი, პროფესიული და აკადემიური ჟურნალია, რომელიც მოიცავს ქართველოლოგიური მეცნიერების ყველა სფეროს. ქართველოლოგიის დარგში მეცნიერული სიახლეების დანერგვასთან ერთად მიზნად ისახავს ქართველ მკვლევართა ნარკვევების პოპულარიზაციას საერთაშორისო დონეზე და საზღვარგარეთული ქართველოლოგიური მეცნიერების გავრცელებას ქართულ სამეცნიერო წრეებში. ჟურნალი წელიწადში ერთხელ გამოდის როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული სახით. 1993-2009 წლებში იგი მხოლოდ ბეჭდურად გამოდიოდა (NN1-15).

გამომცემელი – თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართველოლოგიური სკოლის ცენტრი (თსუ), ფინანსური მხარდამჭერი – ქართველოლოგიური სკოლის ფონდი. ჟურნალი იბეჭდება თსუ სტამბის მიერ, რომელიც ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემადგენელი ნაწილია. მისი მიზანია ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის სამეცნიერო, სასწავლო და საგანმანათლებლო საქმიანობის წარმატებით განხორციელებას. გამოსცემს სამეცნიერო და მხატვრულ ლიტერატურას, ლექსიკონებს, სახელმძღვანელოებს, მონოგრაფიებს, სამეცნიერო კრებულებს, ჟურნალებს და სხვ. (კონტაქტი - 0176, თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი 14. + 995 (32) 225 04 84, 6278 ან 6284 ან 6283).https://www.tsu.ge/en/publishing-house ).

ჟურნალის თემატიკა და ძირითადი რუბრიკები:

1. ქართველოლოგიური ქრონიკა. ამ რუბრიკის ქვეშ წარმოდგენილი იქნება ქართველოლოგიური მეცნიერებების მიმართულებით უკანასკნელი პერიოდის მნიშვნელოვანი მოვლენების მიმოხილვა (მიმოხილვა ქართველოლოგიური სიმპოზიუმის, ან მნიშვნელოვანი კონფერენციებისა, ცნობები საზაფხულო სკოლის ჩატარებაზე და  სხვ.), ან საინფორმაციო ცნობები  ქართველოლოგიის დარგში ახლადგამოვლენილ  მნიშვნელოვან ფაქტებზე. 

3. ცნობილი ქართველოლოგები. ამ რუბრიკის ქვეშ გამოქვეყნებული იქნება წინა საუკუნეების ცნობილი ან თანამედროვე უცხოელი ქართველოლოგების მეცნიერული შემოქმედების მიმოხილვა ან მათი ქართველოლოგიური ნაშრომების ბიბლიოგრაფია, ან მისალმებები მათ საიუბილეო თაღირებთან დაკავშირებით.

4. მოგონებები ქართველოლოგებზე.  ამ რუბრიკით გამოქვეყნდება  მოგონებები ცნობილ უცხოელ თუ ქართველ ქართველოლოგებზე, ან უმნიშვნელოვანეს ფაქტებზე ქართვლოლოგიური მეცნიერებების ისტორიიდან.

5. საენციკლოპედიო მიმოხილვა. ამ რუბრიკაში შევა ქართველოლოგიური მეცნიერებების ცალკეული დარგის ან ქვედარგის გარკვეული შემაჯამებლურ-მიმოხილვითი სტატიები, რომლებიც როგორც უცხოელ, ასევე ქართველ მკითხველს სრულ ინფორმაციას აძლევს ქართველოლოგიის გარკვეული მიმართულების, ან გარკვეული დარგის შესწავლის მდგომარეობაზე.

6. ერთი უმთავრესი რუბრიკა, რომლიც ჟურნალის ყველა ნომერში განთავსდება, იქნება სამეცნიერო თემატიკა. ამ რუბრიკის ქვეშ მოთავსებული იქნება სწორედ ის მეცნიერული გამოკვლევები, რომლებიც ქართველოლოგიის ცალკეულ დარგში ახალ საკითხებს ან ცნობილი პრობლემების ახლებურ ინტერპრეტაციას გვაწვდის. ეს რუბრიკა თავის მხრივ დაყოფილ იქნება სხვადასხვა მიმართულებებად ქართველოლოგიური მეცნიერებების სხვადასხვა დარგის მიხედვით. მაგ:  რუსთველოლოგია, ქართველური ენები; ქართული ხელოვნება, საქართველოს ისტორია, ქართული ლიტერატურა, უცხოელი მეცნიერები ქართველური კვლევების შესახებ და სხვ.

ჟურნალის თითოეულ ნომერში ზემოთ ჩამოთვლილი რუბრიკებიდან რამდენიმე (და არა ყველა) იქნება წარმოდგენილი. ზოგი რუბრიკა შესაძლებელია საჭიროების შემთხვევაში ჟურნალს მომავალში დაემატოს.