დიდი სიახლე ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ

Main Article Content

ელგუჯა ხინთიბიძე

ანოტაცია

წინამდებარე გამოკვლევაში განხილულია დანიელი ბიზანტინისტის ქრისტიან ჰეგელის სტატია “ეფთვიმე ათონელი, ბერძნულიდან ქართულად და ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელი და მეტაფრასტი?“, გამოქვეყნებული პარიზში, 2019 წელს. სტატია ქართველოლოგიური მეცნიერებისთვის მნიშვნელოვანი სიახლეა. მასში შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის დიდი წარმომადგენლის ეფთვიმე ათონელის შემოქმედება ბიზანტიური მწერლობის პოზიციიდანაა შეფასებული და ახლებური ნიუანსებია გამოვლენილი ქართული ლიტერატურათმცოდნეობისათვის. გამოკვლევის ავტორი წარმოადგენს ახალ თვალსაზრისს ეფთვიმე ათონელის ბარლაამ-რომანის ავტორობის პრობლემასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე: იოვანე ათონელის ანდერძი, ბარლაამ-რომანის დათარიღება, თხზულების ლემის იოანე – წმინდა საბას მონასტრის ბერი.

საკვანძო სიტყვები:
ექვთიმე ათონელი;, იოვანე ათონელის ანდერძი;, ბარლაამის ლემის იოვანე;, ქრისტიან ჰეგელი;
გამოქვეყნებული: Sep 15, 2022

Article Details

სექცია
კვლევები: ქართული ლიტერატურა