დიდი სიახლე ეფთვიმე ათონელის მთარგმნელობითი მოღვაწეობის შესახებ*
Main Article Content
ანოტაცია
რეზიუმე: წინამდებარე გამოკვლევაში განხილულია დანიელი ბიზანტინისტის ქრისტიან ჰეგელის სტატია “ეფთვიმე ათონელი, ბერძნულიდან ქართულად და ქართულიდან ბერძნულად მთარგმნელი და მეტაფრასტი?“, გამოქვეყნებული პარიზში, 2019 წელს. სტატია ქართველოლოგიური მეცნიერებისთვის მნიშვნე- ლოვანი სიახლეა. მასში შუა საუკუნეების ქართული ლიტერატურის დიდი წარ- მომადგენლის ეფთვიმე ათონელის შემოქმედება ბიზანტიური მწერლობის პო- ზიციიდანაა შეფასებული და ახლებური ნიუანსებია გამოვლენილი ქართული ლიტერატურათმცოდნეობისათვის. გამოკვლევის ავტორი წარმოადგენს ახალ თვალსაზრისს ეფთვიმე ათონელის ბარლაამ-რომანის ავტორობის პრობლე- მასთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე: იოვანე ათონელის ანდერძი, ბარ- ლაამ-რომანის დათარიღება, თხზულების ლემის იოანე – წმინდა საბას მონას- ტრის ბერი.
საკვანძო სიტყვები:
ეფთვიმე ათონელი;, იოვანე ათონელის ანდერძი;, ბარ- ლაამის ლემის იოვანე;, ქრისტიან ჰეგელი
გამოქვეყნებული:
სექ 1, 2022
Article Details
სექცია
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ
PKPApplication::getCCLicenseBadge(https://creativecommons.org/licenses/by-nc/4.0)