ვეფხისტყაოსნის სიმბოლისტური რეცეფციის ერთი შემთხვევა1
საკვანძო სიტყვები:
ვეფხისტყაოსანი, ვალერიან გაფრინდაშვილი;, რეცეფცია;, აპოლონური და დიონისურიანოტაცია
ვალერიან გაფრინდაშვილის თეორიული თვალსაზრისების რეკონ- სტრუქციისა და პოეტური ნაწარმოებების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ვ. გაფრინდაშვილს განზრახული აქვს რუსთაველის მითის შექმნა. იგი რუსთვე- ლის შემოქმედებას რთავს საერთო მოდერნისტულ ნარატივში. “ვეფხისტყაო- სანს“ გაიაზრებს ნიცშეს მიერ შემოთავაზებული შემოქმედების ორი საწყისის მიხედვით და პოემას აპოლონურ ნაწარმოებთა რიგს მიაკუთვნებს.
პოეტი სარაინდო რომანებზე ალუზიით ავთანდილს კურტუაზული რომა- ნების გმირს უკავშირებს (ყოველ შემთხვევაში, ლექსის განწყობა და კონტექ- სტი ამგვარ ინტერპრეტაციას თავისუფლად იგუებს). ორიგინალურია ავთანდი- ლის სახის რეცეფციაც – მკითხველის ცნობიერებაში მეგობრისათვის თავდადე- ბულ რაინდად დამკვიდრებული ავთანდილი “წვიმის სპექტაკლში“ მიჯნურის სახედაა გააზრებული.

