ვეფხისტყაოსნის გზა ევროპისაკენ და ინგლისური საისტორიო წყაროები

Main Article Content

ელგუჯა ხინთიბიძე

ანოტაცია

ნაშრომში შესწავლილია ინგლისური საისტორიო მწერლობისა და პირველწყაროების ცნობები შაჰ-აბას პირველის წარმოშობით ქართველ ქრისტიან ცოლთა თაობაზე, რომელიც არ ჩანს განხილული ქართულ საისტორიო მწერლობაში. კერძოდ, XVI საუკუნის დასასრულის ინგლისელი დიპლომატი და მოგზაური სერ ანტონი შერლი და XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისელი ატაშე ირანში სერ ტომას ჰერბერტი თავიანთ XVII საუკუნეებში გამოქვეყნებულ წიგნებში აღნიშნავენ, რომ აბასმა ცოლად შეირთო ქართლის მეფე სიმონის და კახეთის მეფე ალექსანდრეს ქალიშვილები (დაახლოებით XVI-XVII საუკუნეების მიჯნაზე).


ინგლისური საისტორიო მწერლობა და პირველწყაროები მიუთითებენ, რომ ინგლისელ დიპლომატს სერ ანტონი შერლისა და მის კომპანიას XVI ს-ის დამლევს შაჰ-აბასის კარზე ხელს უწყობდნენ შაჰის ქართველი ქრისტიანი ცოლები. ეს ცნობა განამტკიცებს იმ თვალსაზრისს, რომ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი XVII საუკუნის დასაწყისის ინგლისელ დრამატურგთა წრესთან, და თვით შექსპირთან, მიტანილია შაჰ-აბასის გარემოცვაში დაწინაურებულ წარმოშობით ქართველთა თანამშრომლობის შედეგად სერ ანტონი შერლისთან.

საკვანძო სიტყვები:
ვეფხისტყაოსანი, ტომას ჰერბერტი, შაჰ-აბასი
გამოქვეყნებული: Aug 30, 2020

Article Details

სექცია
კვლევები: ქართული ლიტერატურა