ლიტერატურული პარალელები: გალაკტიონ ტაბიძე და ლუის დე კამოენსი

ავტორები

  • ნათია სიხარულიძე „გალაკტიონის კვლევის ცენტრის“ უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი

საკვანძო სიტყვები:

გალაკტიონი;, კამოენსი;, ლუზიადები.

ანოტაცია

სტატიაში გაანალიზებულია გალაკტიონ ტაბიძის მიმართების ხასია- თი პორტუგალიური მწერლობის უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელთან – ლუ- ის დე კამოენსთან. გალაკტიონის დღიურებისა და ნაწარმოებთა ავტოგრაფე- ბის შესწავლამ ცხადყო ქართველი პოეტის ინტერესი პორტუგალიური ლიტე- რატურისადმი, კონკრეტულად, გაირკვა, რომ გ. ტაბიძის ორი ლექსი („ახმაურ- დეს“, „ინიესა“) პორტუგალიური ლიტერატურის კლასიკოსის ლუის დე კამოენ- სის პოემიდან – „ლუზიადებიდან“ – მიღებული შემოქმედებითი იმპულსის შე- დეგად არის შექმნილი და ქართველი პოეტი თავის სათქმელს კამოენსის სტრი- ქონებზე, პორტუგალიურ ლიტერატურასა და კულტურაზე ალუზიით გამოხა- ტავს.

გალაკტიონის ნაწარმოებების ლუის დე კამოენსის „ლუზიადებთან“ გენე- ტიკური კავშირის დადგენა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრი- სით, რომ ქართულ და პორტუგალიურ ლიტერატურათა შორის ამგვარი სიახ- ლოვე, მსგავსი მიმართება დღემდე შენიშნული არ ყოფილა.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-09-01

გამოცემა

სექცია

კვლევები: ქართული ლიტერატურა