კოლხეთის უძველესი ოქრო – კულტურული წინაპირობა და საერთაშორისო კონტექსტი
საკვანძო სიტყვები:
ოქრო, ოქრომჭედლობა, კოლხეთი, საქართველოანოტაცია
საქართველოში უძველეს ოქროს ნივთებს ვხვდებით მის აღმოსავ- ლეთ ნაწილში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულით დათარიღებულ ადრეყორღანულ კულტურაში. შუა ბრინჯაოს ხანის ე. წ. თრიალეთის ბრწყინ- ვალე ყორღანების კულტურაში (ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანები) ოქრომ- ჭედლობა დიდ აღმავლობას აღწევს. ამ კულტურის დაცემის შემდეგ კი, გვიან- ბრინჯაოს ხანაში, იგი გარკვეულ დეგრადაციას განიცდის და მისი აყვავების მომდევნო ფაზა, ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში, საქართველოს დასავლეთ ნაწილ- ში, კოლხური კულტურის წიაღში შეინიშნება.
წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს მიმოიხილოს ის ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული ფონი, რომლის წიაღშიც ჩამოყალიბდა პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრის კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები.
ჩამოტვირთვები
გამოქვეყნებული
2022-09-01
გამოცემა
სექცია
კვლევები: არქეოლოგია

