კოლხეთის უძველესი ოქრო – კულტურული წინაპირობა და საერთაშორისო კონტექსტი

ავტორები

  • ნინო ქობალია დოქტორანტი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

საკვანძო სიტყვები:

ოქრო, ოქრომჭედლობა, კოლხეთი, საქართველო

ანოტაცია

საქართველოში უძველეს ოქროს ნივთებს ვხვდებით მის აღმოსავ- ლეთ ნაწილში, ჩვენს წელთაღრიცხვამდე III ათასწლეულით დათარიღებულ ადრეყორღანულ კულტურაში. შუა ბრინჯაოს ხანის ე. წ. თრიალეთის ბრწყინ- ვალე ყორღანების კულტურაში (ძვ. წ. II ათასწლეულის შუა ხანები) ოქრომ- ჭედლობა დიდ აღმავლობას აღწევს. ამ კულტურის დაცემის შემდეგ კი, გვიან- ბრინჯაოს ხანაში, იგი გარკვეულ დეგრადაციას განიცდის და მისი აყვავების მომდევნო ფაზა, ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში, საქართველოს დასავლეთ ნაწილ- ში, კოლხური კულტურის წიაღში შეინიშნება.

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს მიმოიხილოს ის ადგილობრივი და საერთაშორისო კულტურული ფონი, რომლის წიაღშიც ჩამოყალიბდა პირველი ათასწლეულის პირველი ნახევრის კოლხური ოქრომჭედლობის ნიმუშები.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-09-01

გამოცემა

სექცია

კვლევები: არქეოლოგია