რომანტიკოსების გეოპოეტური სტრატეგიები ილია ჭავჭავაძის შემოქმედებაში
საკვანძო სიტყვები:
ილია ჭავჭავაძე, გეოპოეტური სტრატეგიები, ქართული რომანტიზმიანოტაცია
სტატიაში მსჯელობაა ილია ჭავჭავაძის „მგზავრის წერილების“ გეოპოეტურ სტრატეგიაზე. თხზულებაში ილია ქართველი რომანტიკოსის გრიგოლ ორბელიანის პოემებს ციტირებს. არსებული კვლევების თანახმად, ქართულ რომანტიკულ ლიტერატურაში სამი სტრატეგია შეინიშნება, რომლებშიც რუსეთის კოლონიალიზმისადმი განსხვავებუ- ლი დამოკიდებულება ჩანს. ამ სტრატეგიების გათვალისწი- ნებით იმის თქმა შეგვიძლია, რომ მწერალი ასეთ განსხვა- ვებებს ამჩნევს და თავისი გეოპოეტიკური შეხედულების გამოხატვისთვის იყენებს: „საღამო გამოსალმებისა“ ირონიუ- ლადაა მოხმობილი, რადგანაც ლექსი ეკუთვნის სტრატე- გიების პირველ ტიპს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე რუსეთის კოლონიალიზაციის პროცესში ქართ- ველი რომანტიკოსების მონაწილეობას გულისხმობს; მეორე მხრივ, იგი ორბელიანის „სადღეგრძელოს“ ირონიული განზ- რახვის გარეშე ციტირებს, რადგან პოემა საქართველოს ისტორიის ხოტბას წარმოადგენს. მაშასადამე, შეიძლება ითქვას, რომ ილია რომანტიკოსების ეროვნულ თვითშეგ- ნებას სტრატეგიულად გარდაქმნის და თავისი ნაწარმოებისა და მოღვაწეობის წყაროდ იყენებს.

