სახარებისეული "მკლალისა" და "ველური თაფლის" განმარტებისათვის

მკალი, რომელი არს დანაკისკუდი, თაფლი ველური -მელაღრია

ავტორები

  • მაია ბარნაველი დამოუკიდებელი მკვლევარი

საკვანძო სიტყვები:

იოანე ნათლისმცემელი, მელაგრია, მკალი, კალია, დანაკისკუდი, თაფლი ველური, თაფლი ველისა, თაფლი მდელოისა, ფინიკი

ანოტაცია

სტატიაში განხილულია სახარებაში ნახსენები იოანე ნათლისმცემლის საკვების მკალისა და თაფლი ველუ-რის//ველისას მნიშვნელობის განმარტება, თარგმანება. მათეს და მარკოზის სახარებაში ვკითხულობთ: „ხოლო თა- ვადსა იოვანეს ემოსა სამოსლად თმისაგან აქლემისა და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა; ხოლო საზრდელად მისა იყო მკალი და თაფლი ველური“ (მათე, 3:4); „და ემოსა იოვა- ნეს სამოსლად თმისაგან აქლემისა, და სარტყელი ტყავისაი წელთა მისთა, და ჭამდა მკალსა და თაფლსა ველი- სასა//ველურსა (მარკ. 1:6)

ტერმინ მკალისა და ველური//ველის თაფლის შესა- ხებ აზრთა სხვადასხვაობა (//დისკუსია) დაწყებულია ადრე- ული საუკუნეებიდან და დღემდე გრძელდება.

ძველ ქართულ ხელნაწერებში ̶ ბერძნული ჰომილიებ- ის ან სასულიერო შრომების თარგმანებში, ისევე, როგორც მათ ბერძნულ დედნებში – და სწორედ ბერძნული დედნიდან გამომდინარე – ხშირად გვხვდება განმარტებები სიტყვების მკალი და თაფლი ველურის, ანუ მელაგრიის შესახებ. ამ სიტყვათა თარგმანება-განმარტება გვხვდება ასევე ქართულ ორიგინალურ ტექსტებშიც.

სტატიაში ვეცდებით მოვიყვანოთ იმ შეხედულების სასარგებლო არგუმენტები, რომლის მიხედვით, ეს ტერმინე- ბი მხოლოდ მცენარეულ საკვებს აღნიშნავს. ამ თემაზე გამო- ქვეყნებული გვაქვს სტატია 2007 წელს1. ახლა, 11 წლის შემდეგ, მოვიძიეთ მეტი არგუმენტი როგორც ძველი ხელ- ნაწერებიდან, ასევე თანამედროვე კვლევებიდანაც და მათ წარმოგიდგენთ ამ ნაშრომში.

 

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2025-11-06

გამოცემა

სექცია

Studies: Linguistics