"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ახალი რუსული თარგმანი
საკვანძო სიტყვები:
ჰაგიოგრაფია, ქართული ლიტერატურა თარგმანებში, გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, იოსებ ზეთეიშვილი, ნიკო მარიანოტაცია
„გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ პირველმა გამომცე- მელმა ნიკო მარმა თხზულებას მთელი ტომი დაურთო და გამოკ- ვლევებთან, ტაო-კლარჯეთსა და შავშეთში მოგზაურობის დღიურ- თან და ხელნაწერის ქართულ ტექსტთან ერთად რუსული თარ- გმანიც დაბეჭდა. აქედან იწყება გიორგი მერჩულის თხზულების უცხო ენაზე ამეტყველების ისტო-
რია: ძალიან მალე, 1917-1919 წლებში ითარგმნა და 1922-1923 წლებში Analecta Bollandiana-ს 36-37-ე ტომებში დაიბეჭდა პაულ პეეტერსის შესრულებული გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების ლათინური თარგმანი ̶ Vie de S. Gregoire de Khandztha (გვ. 207-309); მოგვიანებით, 1956 წელს ლონ- დონში გამოვიდა დევიდ მარშალ ლანგის „ქართველი წმინ- დანების ცხოვრებანი და ლეგენდები“, რომელშიც „წმინდა გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ლანგისეული ინგლისური თარგმანია ჩართული (The Life of St. Gregory of Khandzta, წიგნში: Lives and Legends of the Georgian Saints, London 1956, გვ. 155-65); 2015 წელს ნორვეგიული წარმოშობის ამერიკელმა მეცნიერმა, თეოფანე, ერიკ ჰალვორსონმა, ქართ- ულ საზოგადოებას „ცხოვრების“ ახალი ინგლისური თარ- გმანი წარუდგინა. მანამდე, 1999 წლის დეკემბერში პარიზში რუსულენოვან ჟურნალ „სიმბოლოს“ 42-ე ნომერში „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ახალი რუსული თარგმანი გამოქ- ვეყნდა [9, გვ. 245-341], რომელიც 2008 წელს მოსკოვში გამომცემლობა CRITERIUM-მა სერიით „დედა წმიდათა“ - ქართული ჰაგიოგრაფიის შედევრები თავიდან გამოსცა. სწო- რედ ამ თარგმანს ეძღვნება წინამდებარე სტატია.

