მაცხვარიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის მოხატულობის საზრისი

ავტორები

  • ქეთევან გონგაძე დამოუკიდებელი მკვლევარი

საკვანძო სიტყვები:

ზემო სვანეთი, ეკლესია, ფრესკული მხატვრობა, იკონოგრაფია, თეოლოგიური საზრისი

ანოტაცია

წინამდებარე სტატიაში განხილულია ზემო სვანეთის ლატალის მაცხვარიშის მთავარანგელოზთა ეკლესიის ფრესკული მხატვრობა და მისი იდეურ-თეოლოგიური საზრისი. ამ მოხატუ- ლობაში საუფლო ციკლის მომცველ სცენათა იკონოგრაფია, მათი კომპოზიციური სტრუქტურა, შესამჩნევად გართულებულია. ეს სიუჟეტები არ არის განლაგებული ისტორიული ან ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. აქ ოსტატი მიმართავს განსხვავებულ იკონოგ- რაფიულ სქემებს. აღდგომისა და მსხვერპლის იდეები, რომლებიც საკურთხევლისა და დასავლეთი კედლის დეკორშია წარმოჩენილი, ეკლესიის გრძივ კედლებზე ვითარდება.

სხვადასხვა რეგისტრში განთავსებული სცენები იდეურად ერთმანეთს ეხმიანება და კამარაში ქრისტეს დიდების ხატად იქცევა. განსაზღვრული მონაკვეთები წარმოგვიდგენს თეოლოგიური იდეით გაერთიანებულ, აზრობრივად ერთმანეთთან დაკავშირებულ სცენებს, რითაც ცხადად იკვეთება შინაარსობრივად განსხვავებულ სცენებში დატეული ღრმა თეოლოგიური იდეები: წინასწარუწყება, გამოცხადება, მსხვერპლი, აღდგომა და ხსნა. ხდება იდეური მახვილების გადანაწილება კედელ-კამარაზე. უფლის განკა ცების წინასწარუწყება, განკაცება, მისი ამქვეყნიური მეუფება, დიდება („ხარება“, „შობა“), მაცხოვრის ღვთაებრივი ბუნების გამოჩინება („მირქმა“, „ფერისცვალება“, „ლაზარეს აღდგინება“, „სულიწმიდის მოფენა“, „ღვთისმშობლის მიძინება“), მისი მსხვერპლი („ჯვარცმა“), აღდგომა – დიდებით მოსვლა, „ჯოჯოხეთით წარმოტყვევნა“, „ძველი დღეთა“ ̶ - მოხატულობის მთელი ანსამბლი სულის ხსნისთვის მეოხებას და აღდგომის იდეას უკავშირდება.

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2018-09-01

გამოცემა

სექცია

Studies: Georgian Art