ავტორთა გაიდლაინი
სტატიებისა და რეზიუმეების ენა
ჟურნალი ორენოვანია (ქართული და ინგლისური). ერთი და იგივე სტატია ერთმანეთის არსებითად იდენტური სახით ქართულ და ინგლისურ ენებზე ქვეყნდება. ავტორები წარმოადგენენ ნაშრომებს მოკლე რეზიუმეებთან ერთად ორივე ენაზე. სტატიის გამოქვეყნების გადაწყვეტილების მიღების შემდეგ რედაქტირება და გამოსაქვეყნებელი ტექსტისათვის საბოლოო ფორმის მიცემა მოხდება ჟურნალის რედაქციაში. ყველა სტატია მისაწვდომი იქნება როგორც ქართული, ისე საერთაშორისო სამეცნიერო წრეებისათვის.
ციტირების სტილი
სტატიებში ციტირება და ბიბლიოგრაფია გაფორმებული უნდა იყოს APA სტილის მიხედვით.
გამოსაქვეყნებელ სტატიაში ციტირების დასასრულს ოთხკუთხედ ფრჩხილში თითდება ციტირებული ავტორის გვარი/ტექსტი ორიგინალ ენაზე, ტექსტის გამოქვეყნების წელი, ორწერილი და გვერდი. მაგ: კეკელიძე, 1960: 58.
სამეცნიერო ლიტერატურის დამოწმება არ მოხდება უშუალოდ სქოლიოებში. თითოეულ სტატიაში მითითებული სამეცნიერო ნაშრომები/ტექსტები დალაგდება ავტორთა გვარების ანბანური რიგის მიხედვით, ხოლო უავტორო წიგნები დამოწმებული ლიტერატურის რიგში შევა წიგნის სათაურის პირველი სიტყვის მიხედვით. გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა დართული იქნება სტატიის ბოლოში.
წიგნის, სტატიის, კრებულის დამოწმება მითითებული ლიტერატურის სიაში უნდა მოხდეს შემდეგი პრინციპების მიხედვით:
ა) მითითებული წიგნის შემთხვევა:
მაგ: კეკელიძე, კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. I, „მეცნიერება“, თბ. 1960
ბ) მითითებული სტატიის შემთხვევა:
მაგ: მეტრეველი, ე., ნიზამის მხატვრული მეტყველების ზოგიერთი თავისებურება: პუშკინის სახელობის თბილისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის შრომები, ტ. V, თბ., 1948, გვ. 177-185.
გ) პირველწყაროთა მითითების შემთხვევა:
მაგ. ქართლის ცხოვრება, I (ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა), თბ. 1955
პარამეტრები Word-ისთვის:
• ფურცლის ზომა A4;
• მინდორი: ზევით-ქვევით - 2,5 სმ; მარჯვნივ-მარცხნივ - 2,5 სმ.
• შრიფტი - ქართული ტექსტისათვის - უნიკოდი (Sylfaen); ინგლისური ტექსტისათვის- Sylfean
• შრიფტის ზომა -12;
• სტრიქონებს შორის მანძილი -1;
• გვერდების რაოდენობა - 7-10;